Product Owner – MSME Daily Banking
Tbilisi, Georgia2d ago
Key details
- Location
- Tbilisi, Georgia
- Work style
- Onsite
- Job type
- Full-time
- Function
- Product / Program management
- Focus area
- other
- Posted
- 2d ago
Skills
About the role
სამუშაოს აღწერილობა
- პროდუქტის განვითარების სტრატეგიისა და Roadmap-ის განსაზღვრა ბიზნესმიზნებისა და მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად.
- ახალი პროდუქტებისა და ფუნქციონალის ინიცირება და არსებული სერვისების გაუმჯობესება.
- პროდუქტის ძირითადი KPI-ების განსაზღვრა, მონიტორინგი და შედეგების გაუმჯობესებაზე მუშაობა.
- მომხმარებლის საჭიროებების, ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების შეთავაზებების ანალიზი.
- IT, ბიზნესისა და ფილიალების გუნდებთან თანამშრომლობა პროდუქტის განვითარების, დანერგვისა და გაყიდვების ხელშეწყობის პროცესში.
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და პროდუქტის განვითარების პრიორიტეტების მართვა.
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფინანსების, ეკონომიკის ან ტექნოლოგიების მიმართულებით.
- სასურველია საბანკო ან საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
- პროდუქტის განვითარების ან მართვის გამოცდილება.
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის უნარი.
- ბიზნესპროცესებისა და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზის უნარი.
- სხვადასხვა გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობისა და პროექტების მართვის გამოცდილება.
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
- ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება.
- ინიციატივების დამოუკიდებლად წამოწყებისა და განხორციელების უნარი.
- მომხმარებელზე და ბიზნესშედეგებზე ორიენტირებულობა.
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
თიბისის SME ბიზნესის Daily Banking მიმართულებაში ვეძებთ Product Owner-ს, რომელსაც აქვს პროდუქტების განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და ციფრული საბანკო პროდუქტების განვითარების ინტერესი.
პოზიციის მთავარი მიზანია SME მომხმარებლებისთვის ყოველდღიური საბანკო პროდუქტების (დეპოზიტები, გადახდები, ბარათები, კონვერტაციები) განვითარება, არსებული სერვისების გაუმჯობესება და პროდუქტის ბიზნესშედეგების აქტიური მართვა.
How well do you match this job?
Free account needed to apply or save. It takes a minute, and we'll bring you right back to this job.